Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ვაჟა შატბერაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის  შესახებ ვბრძანებ:

1.,,ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-4 სემესტრის დოქტორანტ ვაჟა შატბერაშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2023 წლის 7 თებერვალს, 16:00 საათზე;

2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუ-ის VI კორპუსში, N303 აუდიტორიაში;

3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

გუგული მაღრაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების პროფესორი;

რევაზ ჯორბენაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების  პროფესორი;

თამარ ვეფხვაძე - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასოცირებული პროფესორი;

ლაშა ტუღუში - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის , ინტერდისციპლინური მიმართულების ასისტენტ პროფესორი;

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი;

4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

დეკანი სალომე დუნდუა